“ჯეოსტარი” უკვე რამდენიმე სეზონის განმავლობაში, ქართულ ტელესივრცეში არსებულ მუსიკალური კონკურსებს შორის ლიდერია რეიტინგითა და პოპულარობით. ფორმატი, რომელიც პროექტმა 2008 წლიდან შეიძინა, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული შოუს, “Pop Idol”-ის ლიცენზირებული ვერსიაა, რომელიც 166 ქვეყანაში სისტემატიურად იმართება.

მონაწილეობის მსურველ კონკურსანტებს რამდენიმე ეტაპის გავლა უწევთ ფინალამდე:
პირველი ეტაპია კასტინგი. ნებისმიერი მსურველი წარსდგება ჟიურის წინაშე, რომელიც სამი წევრისგან შედგება. ისინი აფასებენ მონაწილის ვოკალურ მონაცემებს და წყვეტენ, გადავა, თუ არა ის შემდეგ ეტაპზე. აღსანიშნავია, რომ სხვა კონკურსებისგან განსხვავებით, აქ, პირველ ტურში, აკაპელაში ასრულებენ შერჩეულ სიმღერებს, რაც უფრო მეტად ვოკალზე ახდენს აქცენტირებას და კომპეტენტურ ჟიურის ეძლევა უკეთესი საშუალება, განსაზღვროს კონკურსანტის შესაძლებლობები და პერსპექტივები.

ჯეოსტარი 2011-ის ჟიური: გიგი დედალამაზიშვილი, სოფო ხალვაში, ნიკო ნერგაძე
მეორე ეტაპზე, ჟიურის მიერ გადაყვანილი მონაწილეები, უკვე დავალების სახით მიცემულ სიმღერას ამზადებენ. ეს საკმაოდ რთული ტურია, საიდანაც მხოლოდ 14 მათგანს მიეცემა შანსი, რომ უკვე პირდაპირ ეთერში მოხვდეს და ხალხის გადაწყვეტილებით მიიღოს ნახევარფინალისტის და შემდეგ ფინალისტის წოდება.
ლაივ კონცერტები, როგორც წესი, ჟანრობრივად, თემატურად არის განაწილებული. მაგალითად, ერთ კვირას კონკურსანტებს ქართული ფოლკლორის შესრულება მოუწევთ, შემდეგ კვირას 80-იანი წლების პოპის და ა.შ. გადაწყვეტილებას იღებენ მხოლოდ მაყურებლები, რომლებიც ხმას აძლევენ თავიანთ ფავორიტს. რაც უფრო მეტი კვირის მანძილზეა პროექტში მონაწილე, სხვადასხვა ჟანრების საშუალებით უკეთესად გამოხატავს თავს. გარდა ამისა, ვოკალის პედაგოგების, ჟიურის შეფასებებისა და რჩევების დახმარებით, პროფესიული ზრდის საშუალება აქვთ და ისინი ჯეოსტარის სცენიდან, უკვე ჩამოყალიბებულ მომღერლებად გვევლინებიან.
ფინალურ გრანდიოზულ შოუში კი, გამოვლინდება ფინალისტი და პროექტის გამარჯვებული! სეზონის მთავარი მოვლენაც, სწორედ ფინალია. იქამდე, 19 სექტემბრიდან, ჩვენ ვნახავთ კასტინგებს ათასობით კონკურსანტის მონაწილეობით, რომლებიც მთელი საქართველოს მასშტაბით მოვიდნენ ჯეოსტარის შესარჩევ ტურში წინასწარი მოლოდინებითა და შედეგებით. გამოვავლენთ ფავორიტებს, ვუგულშემატკივრებთ მათ და ერთად ვადევნებთ თვალ-ყურს რუსთავი2-ის ეთერში “ჯეოსტარი”-ის ახალ, 2011 წლის სეზონს, მომავალი ვარსკვლავების მოლოდინში!
[...] [...]
ნიკუშა მაგარია ყველაზე <3 მეამაყება მისით <3 3007 მიყვარხარ და მენატრები. 3007 მხოლოდ და მხოლოდ ნიკო ბერიძე!
ძალიან მაგრად დამწყდა გული ნიკო რომ გავარდა. მისი ფასი ჯეოსტარსში არავინ არ არის. ჯეოსტარი ნიკოს ღირსი არ არის ის უფრო მეტს იმსახურებს. მომწონს ჯეოსტარი კარგი პროექტია, მაგრამ ასეთ სერიოზულ პროექტსში ესემესი
არ უნდა წყვეტდეს ჯეოსტარელების ბედს ეს არასწორია. სწორედ ამიტომ ხდება რომ ხშირად, ნიკოსნაირი ნიჭიერები პროექტის გარეთ რჩებიან.კარგით მოვრჩეთ ნიკოს გავარდნაზე გლოვას თუ სამართლიანობა გვინდა კიდევ ერთი ახლად აღმოჩენილი ვარსკვლავი დაგვრჩა პროექტსში ეს მორის მელაძეა ის ნამდვილად ღირსია მოიპოვოს ჯეოსტარის ტიტული. აჭარა მოვემზადოთ დღეს მორისის შემდეგ ტურში გადასაყვანად. თუ მორისიც გავარდა ჯეოსტარი ყურებასაც აღარ იმსახურებს. მორისი უნდა გახდეს ჯეოსტარი 2011. დაურეკეთ და დაუმესიჯეთ მორის მელაძეს 3012. ის ერტადერტია ვინც იმსახურებს გამარჯვებას.
მორის მელაძე 3012 დაურეკეტ და დაუმესიჯეთ
მართალია ნიკო უფრო მეტს იმსახურებს. გაცილებით მეტს.
ნიკო რატო გავარდა უსამარტლობა იკოო