ჯეოსტარის ფინალი – დღეს!

დღეს, 31 დეკემბერს, 2011 წლის ბოლო საათებში ჯეოსტარის ფინალისტების ბედი გადაწყდება! მარიტა როხვაძე და ლევან კბილაშვილი, უკვე რამდენიმე თვეა გულშემატკივრების წყალობით, ყოველ ორშაბათს ფილარმონიის სცენაზე დგანან. ახლა მათ ყველაზე მეტად სჭირდებათ თქვენი მხარდაჭერა. ერთ-ერთი მათგანისთვის, ახალი, 2012 წელი უბედნიერესი იქნება, რადგან ახალ წელს ჯეოსტარ 2011-ის ტიტულით შეხვდება!

ფინალური ლაივ კონცერტი ის მიზეზია, რის გამოც ცოტა ხნით უნდა მოსწყდეთ საახალწლო სამზადისს და გვიყუროთ რუსთავი2-ის ეთერში 18:30 საათზე. ყველაზე აქტიური გულშემატკივრები კი, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში დაიკავებენ ადგილებს.

დღეს, არამარტო ფინალისტებს, არამედ დანარჩენ მონაწილეებსაც ბევრი სიურპრიზი ელით. ლევანს და მარიტასაც ძალიან ბევრი პრიზი გადაეცემათ, თუმცა, მთავარ პრიზებს მხოლოდ გამარჯვებული მიიღებს.

უგულშემატკივრეთ თქვენს ფავორიტს, დაურეკეთ, ან დაუმესიჯეთ:

მარიტა როხვაძე -3005

ლევან კბილაშვილი – 3009

შეგახსენებთ, რომ დღეს ისინი შეასრულებენ 3-3 სიმღერას. მათ შორის, დუეტებს წინა სეზონების გამარჯვებულებთან და კონცერტი დასრულდება ოთხეულის მიერ შესრულებული, ძალიან თბილი, საახალწლო განწყობის სიმღერით:)

ასე რომ, არ გამოტოვოთ ეს გრანდიოზული სანახაობა და შემოგვიერთდით!



11 გამოხმაურება პოსტზე ჯეოსტარის ფინალი – დღეს!

  1. დაან მაგარი ხარ ლევინი მარიტას მილიონჯერ ჯობიხარ,მაგარი ხმა გაქვს,შენი ფანი ვარ ფშავილო

       4 likes

  2. დაან მაგარი ხარ ლევან მაგრად გვიყვარხარ შენს ფანებსს,მაგარი ხმა გაქვს

       3 likes

  3. aanaa ამბობს:

    leevaan shen unda moigo! yvelaze dzliero da sayvarelo iicode rom sruliad saqartvelos uyvarxaar!

       4 likes

  4. ანი ამბობს:

    რა უსამართლო ვიდეოები იყო მომზადებული გავოცდი! მარიტა რა ცოდოდ გამოიყვანეს და ლევანიზე იფიქრებდი რომ მილიონერია! ჯერ ერტი მარიტას ოჯახი რომ აჩვენთ ლევანისამ რა დააშავა??!!! ოოჰ ეჭვიც არ მეპარება ასეთი ვიდეოებს შემდეგ მარიტა წინ წავა:) მე არ ვამბობ იმას რომ მარიტა უსამართლოდ გაიმარჯვებს,არა,უბრალოდ ეს არის უსამართლო ვიდეო და თუ ჩვენ გვინდა სამართლიანობა ასეთ ვიდეოებს არ უნდა აკეთებდეთ!(ეს ჩემი სუბიექტური აზრია) ლევან შენ იცოდე რომ ყველა,ნაამდვილ ქართველის გულში ხარ და უზომოდ უყვარხარ! ძალიან მიყვარხარ ლევან და გზთხოვ რომ ძალიან,ძალიან ბევრი სიმღერა გვაჩუქო შენს დიდ თაყვანისმცემლებს (დიდი არმია ვართ იცოდე)

       3 likes

  5. საბა ამბობს:

    ეგრე კბილაშვილის ფანებო მოგიხდებათ რა გეგონათ ლევანი გაიმარჯვებდა მარიტა ღირსი
    იყო გამარჯვების.

       1 likes

  6. ეაეაედადასდ ამბობს:

    ლევან გენაცვალეეეეე
    :*

       2 likes

  7. ani ამბობს:

    ძალიან მაინტერესებს ჯეოსტარის დაწყებისას რატომ ჩაქრა(გამორთეს) შუქი მთელ მცხეთა-მთიანეთში? ჯეოსტარის დამთავრებისთანავე მოვიდა სხვათაშორის. ხალხი ვეღარ ხედავდა რეიტინგს. მარიტა ძალიან კარგად მღერის, მაგრამ გამარჯვების ღირსი ლევანიც იყო!

       2 likes

  8. ნანა ამბობს:

    აღარასოდეს დავამესიჯებ. სირცხვილია ჯეოსტარში უსამართლობა. ლევანის მსგავსი ძლიერი მომღერალი არ ყოფილა ჯეოსტარში.მოსახლეობას უღალატეს.მარიტას ფანებო იმ საბასავით არ გაღიზიანებთ.მე მთელი საქართველოს აზრს ვწერ.მე იმერელი ვარ მაგრამ არც ბრმა ვარ და არც ყრუ.ლევანს მარიტასგან განსხვავებით შენიშვნა არ მიუღია რადგან მისი ყველა ბგერა სუფთა იყო.ანის ვეთანხმები ვიდეო რა საჭირო იყო რა ჯეოსტარი ქველმოქმედებაა თუ ღირსეული მომღერლის გამოვლენა.

       1 likes

  9. გელა ამბობს:

    ლევან მაგარი ხარ.ჩათვალე რომ ჩვენი ჯეოსტარი 2011 შენ ხარ.

       1 likes

  10. ეთო ამბობს:

    რა საჭირო იყო მარიტას ოჯახური მდგომარეობის ამ ფორმით და ამ დროს გაშვება?!!!! რას ნიშნავდა დუტას და ჟიურის წევრების ცრემლები? ეს ჯეოსტარია( სადაც ყველაზე ნიჭიერმა უნდა გაიმარჯვოს) თუ საქველმოქმედო ფონდი??? ეს სიუჟეტი სპეციალურად იყო მომზადებული ამ დროს გასაშვებად!!! ყოჩაღ ლევან! შენ ბოლომდე ღირსეულად გეჭირა თავი და ნამდვილი ჯეოსტარიც შენ ხარ!
    განსაკუთრებით წლევანდელი ჯეოსტარის ფორმატი იმის მანიშნებელია რომ ასეთი სიუჟეტების გაშვებით ობიექტურობა იკარგება და იმარჯვებს არა უძლიერესი არამედ ის, ვინც ხალხს გულს აუჩუყებს და მეტ თანაგრძნობას მოიპოვებს!!! მე აღარასოდეს დავამესიჯებ, იმიტომ რომ მივხვდი, მაინც აზრი არ აქვს!!!

       3 likes

  11. სალო ამბობს:

    ამ ხალხს კიდე მეტი არაფერი არ უნდა. აუჩუყდებათ გული და ამიტომ უმესიჯებენ. ყველა პროექტში ასე ხდება

       1 likes

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>