მარიტა – 3005

მარიტა როხვაძე, ქუთაისში ჩატარებულ კასტინგზე აღმოაჩინა ჟიურიმ. მან ყველა ტური წარმატებით გადალახა და წინა კვირას, სამეულშიც მოიპოვა ადგილი. მის მისამართით, ჟიურის იშვიათად აქვს კრიტიკა. ყველა გამოსვლა დასამახსოვრებელია  ენერგიულობით და მაყურებელიც ერთგულად გულშემატკივრობს.

მარიტას სეზონის შესახებ ვკითხეთ შეფასებები. როგორც აღმოჩნდა, მისთვის ყველა ტური თანაბრად საყვარელი იყო. ყველა სიმღერა გაითავისა და ერთნაირი შემართებით შეასრულა. წინა ტურში მცირე კრიტიკა დაიმსახურა, მაგრამ ლათინური მუსიკის საშუალებით, იმ შეცდომებს, რაც ჰქონდა, აუცილებლად გამოასწორებს.

განვლილი ტურების მანძილზე, პროფესიული კუთხით გრძნობს როგორ გაიზარდა. სცენაზე უკვე დაძაბულობის გარეშე დგება და ვოკალურადაც უფრო გამართულად მღერის. “არაჩვეულებრივი სკოლაა, სადაც ჩამოყალიბდები კარგ მომღერლად. შეყვარებული ვარ ჯეოსტარზე!” –  ამბობს მარიტა.

რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის მიღმა დიდი შრომა და ბევრი სირთულეა. განსაკუთრებით დაძაბულია ორშაბათობით, როცა პროექტში მისი დარჩენა-არდარჩენის საკითხი წყდება. რეპეტიციები, გადატვირთული რეჟიმიც თავიდან ერთულა, მაგრამ ახლა უკვე მიეჩვია. აუტსაიდერებში დგომაც დიდ ემოციებთანაა დაკავშირებული და ყოველთვის განიცდის შედეგების მომენტს, როცა რომელიმე ჯეოსტარელი ტოვებს პროექტს. განსაკუთრებით ნიკო ბერიძის წასვლის შედეგად დასწყდა გული.

ამ ბოლო პერიოდში კი, დაძაბულობა პიკს აღწევს.  სამეულში ყოფნამ მოუმატა მღელვარება და გულშემატკივრებს სთხოვს, რომ ახლაც ისევე დაუდგნენ გვერდში, როგორც წინა ტურებში. ყველაზე დიდი აქტიურობა სწორედ ახლაა საჭირო.

ჯეოსტარმა ბევრი რამ დადებითად შეცვალა მის ცხოვრებაში. ყველა გამოხატავს სიყვარულს, სრულიად უცნობი ადამიანებიც. გარდა ამისა, თვლის, რომ ყველაზე დიდი წარმატება არა ცნობადობა, არამედ სწორად და ხარისხიანად გაკეთებული საქმეა.

უგულშემატკივრეთ მარიტას, დაურეკეთ, ან დაუმესიჯეთ ნომერზე 3005!



ერთი გამოხმაურება პოსტზე მარიტა – 3005

  1. ნანა ამბობს:

    მარიტა! გულშემატკივრებს იმით გადაუხდი მადლობას რომ 31-ში შენ რომ იცი ისე გაგიჟდები, ყველაფრიდან ამოხტები და ისე დაიხარჯები ბოლომდე რომ ყველას გააგიჟებ შენ რომ იცი ისე!!!!!! აბა, მოემზადე მაგრად!!!!

       0 likes

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>